logo
ENG



სარჩელი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის წინააღმდეგ

25 აპრ 202320:08
3 წუთის საკითხავი
 

ბედავს თუ არა კლანის მართული სასამართლო ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელის მიღებას და განხილვას. რესპუბლიკური პარტიისა და ოცნების კოალიციის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი ცილისწამებისთვის ჩივილს გეგმავს. კობახიძემ ზურაბიშვილს საჯაროდ უწოდა უცხოური აგენტი, რომელიც თითქოსდა მშვიდობის შენარჩუნებას ეწინააღმდეგება.

ოცნებისთვის ყველა აგენტი და ომის პარტიის წევრია, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს ან ივანიშვილს აკრიტიკებს. ზურაბიშვილის პოსტიც, რომელსაც კობახიძე პროპაგანდით გამოეხმაურა, სწორედ ივანიშვილს ეხებოდა. ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ არ გამორიცხავს, ივანიშვილისთვის ჰააგის დაკავების ორდერის გაცემას, თუ ის გახდება რუსეთის ინტერესების გამტარებელი რეგიონში.


close დახურვა